თეგებით ძიება

5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა

მარტოობა

მას შემდეგ, რაც ცოცხალი ურთიერთობები სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა, მარტოობა ბევრს, მართლაც, ჩვევად ექცა და მასშტაბურ ეპიდემიას დაემსგავსა. თანაც ის მავნებელია არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ, ზოგადად, კაცობრიობისთვის. ამბობენ, რომ მარტოობა სიცოცხლის წლებს ამცირებს და დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას უტოლდება.

ცხოვრების მჯდომარე წესი

რამდენიმე წლის წინათ ჩატარებული კვლევის თანახმად, ცხოვრების მჯდომარე წესი კიბოს წარმოქმნის რისკს საგანგაშოდ ზრდის.

უძილობა

ამ დროს ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი იზრდება, ისევე, როგორც სიგარეტის მოწევის დროს.

სოლარიუმი და მზის აბაზანები

ეს ორივე პოტენციურად ისევე საშიშია, როგორც მოწევა. სოლარიუმში მიღებული რუჯი კანის კიბოს იწვევს, ხოლო სიგარეტის მოწევა - ფილტვის კიბოს.

არაჯანსაღი კვება

ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს მიეკუთვნება არაჯანსაღი კვებაც. არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ტკბილი, შემწვარი და ცხიმიანი საკვები სასიკვდილო დაავადებების გამომწვევია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა