თეგებით ძიება

1-ელი მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება - ფასები

მარტვილის კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ოკაცეს კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი.

პრომეთეს მღვიმე

საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვლად - 13 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვლად - 25 ლარი.

ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

სათაფლია

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვლად - 10 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ნავენახევის მღვიმე

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ბილეთების ფასების ცვლილება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით.

სააგენტოს ცნობით, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან; 6-18 წლამდე კი შენარჩუნდება 5,5 ლარი.

"სააგენტოს შემოსავლები ერთი მხრივ მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით.

აღნიშნული ხელს უწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.

2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა. სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვ.

ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული", - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა