ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - Bloomberg-ი
Bloomberg-ი მილიარდერების განახლებულ ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ მაჩვენებლით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში 383-ე ადგილზეა. შედარებისთვის, 2023 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით მისი ქონება $6.60 მილიარდს შეადგენდა და რეიტინგში მე-400 ადგილზე იმყოფებოდა.
Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.58 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს ჩადებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნიმუშებზე მოდის.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან ილონ მასკი, რომლის ქონებაც 217 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჯეფ ბეზოსი 181 მილიარდი დოლარით და ბერნარ არნო, რომლის ამჟამინდელი ქონებაც 162 მილიარდი დოლარითაა განსაზღვრული.