თეგებით ძიება
24. 01. 2024 სპორტი

"მაქვს ჩემი გეგმა, ვიცი, რა მინდა გავაკეთო" - ოსიმენი ჭორებს პასუხობს

ნაპოლისა და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

"უკვე გადავწყვიტე რა იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი მიმდინარე სეზონის ბოლოს. მაქვს ჩემი გეგმა, ვიცი, რა მინდა გავაკეთო. ვფიქრობ, რომ ჩემზე გავრცელებული ჭორების 60% პრემიერლიგას უკავშირდება, რა თქმა უნდა, ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, თუმცა, ჯერ მსურს ეს სეზონი ნაპოლიში კარგად დავასრულო, შემდეგ კი, გაიგებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მივიღე" - ამბობს აფრიკელი შემტევი.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა ცოტა ხნის წინ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

წყარო : Sportline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა