საგზაო სამუშაოების გამო ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.