რატომ არის კურო ყველაზე კომფორტული პარტნიორი ?
1. პატიოსნება
ისინი არასდროს მოგატყუებენ და არც მატყუარა ადამიანს აიტანენ გვერდით. პარტნიორში პატიოსნებას განსაკუთრებულად აფასებენ.
2 . შრომისმოყვარეობა
გამჭრიახი გონება, ამბიციურობა, ენერგიულობა და დაუზარელობა კუროების ხასიათის მთავარი შტრიხებია. მათი ცხოვრებისეულია ლოზუნგია „შრომა უპირველეს ყოვლისა!“
3. რომანტიკოსობა
ისინი გიჟდებიან სასიყვარულო ურთიერთობებსა და გრძნობების გამოხატვის ორიგინალური გზების ძიებაზე.
4. თანმიმდევრულობა
კუროები ურთიერთობაში ნამდვილად არ დაგაბნევენ. არ გადადგამენ ერთ ნაბიჯს, თუ მეორე ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ.
5. სტაბილურობა
კუროებისთვის აზრის შეცვლა გაგიჭირდებათ. ისინი რაიმეს გაკეთებას მხოლოდ იმიტომ არ გადაწყვეტენ, რომ ეს თქვენ გინდათ და პირიქით - თუ კურომ გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში არის შენი ადგილი, ე.ი. ეს ნამდვილად სურს.