ეს არის არაადამიანური მოპყრობა - ლევან ხაბეიშვილი გამოსახლებებზე
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არაადამიანურ მოპყრობას უწოდებს ზამთარში ადამიანების გამოსახლებას.
მისი თქმით, მსგავსი ფორმის აქტი ვერ ჩაითვლება კანონიერად.
"ასეთი კანონით გამოსახლება ვერ ჩაითვლება კანონიერ აქტად. ეს არის არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვიზიარებთ ზამთარში ადამიანების არათუ არგამოსახლებას, ზოგადად ამ მიდგომას ვეწინააღმდეგებით და ვფიქრობ, რომ ნორმალური ხელსისუფლების პირობებში ეს საკითხი იქნება მინიმალიზებული", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა.