შესაძლოა, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდეს კაცი, რომელმაც ქალიშვილი 24 წელი სარდაფში გამოკეტა და მისგან 7 შვილი ჰყავდა (ვიდეო)
შესაძლოა, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდეს კაცი, რომელმაც ქალიშვილი 24 წელი სარდაფში გამოკეტა და მისგან 7 შვილი ჰყავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
88 წლის ჯოზეფ ფრიცლს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 2009 წელს, მას შემდეგ რაც გაასამართლეს ინცესტის, გაუპატიურების, იძულების, ცრუ პატიმრობის, მონობისა და გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის მისი ერთი ჩვილი შვილის სიკვდილისთვის.
15 წლის შემდეგ, ის შესაძლოა, გაათავისუფლონ.
1984 წლის 28 აგვისტოს 18 წლის ელიზაბეტ ფრიცლი გაუჩინარდა.
გოგონას დედამ დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას, რომელიც დაუღალავად ეძებდა დაკარგულ ელისაბეტს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ოჯახს ელისაბეტისგან წერილი მიუვიდა, სადაც ის წერდა, რომ ოჯახური ცხოვრებით დაიღალა და სახლიდან გაიქცა.
მამამ, ჯოზეფ ფრიცლმა პოლიციას განუცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, რელიგიურ დაჯგუფებას შეუერთდა, რომელზეც გაუჩინარებამდე ხშირად საუბრობდა.
სინამდვილეში, კაცმა ზუსტად იცოდა, თუ სად იყო მისი ქალიშვილი. 1984 წლის 28 აგვისტოს ჯოზეფმა ქალიშვილს სარდაფში ჩასვლა სთხოვა და უთხრა, კარის დამონტაჟებაში დახმარებოდა. გოგონამ კარი დაიჭირა, მამამ შვილს სახეზე ეთერით გაჟღენთილი ტილო ააფარა, ხოლო როდესაც გოგონამ გაიღვიძა უკვე გამოკეტილი იყო...