სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან - ლავროვი
"სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, შტატებმა ახალი სამხედრო ბლოკი შექმნა, რომელიც სამხრეთ კორეასა და იაპონიას აერთიანებს.
"უეცრად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა. იაპონიაშიც აგრესიული რიტორიკა ისმის და აშშ-ის დახმარებით ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სერიოზულად საუბრობენ.
სამხედრო ბლოკის მიზანი ნათელია, ისინი ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.