თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 იანვარს ქუთაისში +10 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -16 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -3, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც გამოიდარებს. დღისით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა