თეგებით ძიება
25. 01. 2024 მსოფლიო

რუსეთის ტყვეობაში 8000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება - კიევის განცხადება

რუსეთის ტყვეობაში ამ დრომდე არანაკლებ 8000 უკრაინელი რჩევა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირები. ამის შესახებ ომის ტყვეების საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, იური ტარანიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კიევმა და მოსკოვმა ტყვეები 49-ჯერ გაცვალეს.

„საკოორდინაციო შტაბის მიზანია უკრაინაში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. დღემდე განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, აქედან 2681 სამხედრო და 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ამჟამად, ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა იური ტარანიუკმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა