მსოფლიოს რომელ ქალაქებშია დიდი საცობები - არის თუ არა თბილისი TomTom-ის რეიტინგში ?
ევროკავშირში ყველაზე დიდი საცობების მქონე ქალაქი დუბლინია. ირლანდიის დედაქალაქმა, ასევე, მეორე ადგილი დაიკავა მოძრაობის სიჩქარის ანტირეიტინგში ევროპასა და მთელ მსოფლიოში, რითიც მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება.
რეიტინგი კომპანია TomTom-მა შეადგინა, რომელიც ნავიგატორებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. კვლევა ხუთ კონტინენტზე 55 ქვეყნის 387 ქალაქს მოიცავს.
დუბლინში 10 კილომეტრის გავლას 29 წუთი და 30 წამი სჭირდება, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 1 წუთით მეტია.
TomTom-ის ექსპერტებმა, ასევე, დუბლინელი მძღოლებისთვის 2023 წლის ყველაზე ცუდი დღე გამოთვალეს. ეს 19 ოქტომბერი იყო, როცა 10-კილომეტრიან მგზავრობას 36 წუთი და 10 წამი დასჭირდა.
ტრანსპორტით გადატვირთული მსოფლიო ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია: (დრო, რომელიც 10 კილომეტრის გავლას სჭირდება)
ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) - 37 წუთი და 20 წამი
დუბლინი (ირლანდია) - 29 წუთი და 30 წამი
ტორონტო (კანადა) - 29 წუთი
მილანი (იტალია) - 28 წუთი და 50 წამი
ლიმა (პერუ) - 28 წუთი და 30 წამი
ბანგალორი (ინდოეთი) - 28 წუთი და 10 წამი
პუნე (ინდოეთი) - 27 წუთი და 50 წამი
ბუქარესტი (რუმინეთი)- 27 წუთი და 40 წამი
მანილა (ფილიპინები) - 27 წუთი და 20 წამი
ბრიუსელი (ბელგია) - 27 წუთი
ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად გადატვირთული ქალაქი იტალიის ტარანტოა, სადაც 10 კილომეტრის გავლა 10 წუთსა და 20 წამში არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ TomTom-ის რეიტინგში არ მოხვდა თბილისი. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულმა“ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს საცობში ატარებენ“.