თეგებით ძიება
25. 01. 2024 მსოფლიო

რუსეთმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის სამხრეთით ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 10-ზე მეტი დრონი გაანადგურეს, ერთ-ერთი, ოდესაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაშავებულია 4 ადამიანი.

რუსული თავდასხმის შედეგად, ოდესაში დაზიანებულია სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა. დრონის მოხვედრის გამო, ავეჯის საწარმოს საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა