კეკელიძეზე დაკავებულების სასამართლო პროცესები - საქალაქოსთან აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
საქალაქო სასამართლოში კეკელიძეზე, ხმაურიანი გამოსახლების დროს დაკავებული პირების პროცესები იწყება. 20 დაკავებულიდან 2-ს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან, კერძოდ აღსრულების პოლიციის კუთვნილი მანქანის დაზიანებას, რის გამოც გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სამიდან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
18 დაკავებულს კი პროკურატურა ხულიგნობას ედავება, მათ შორის იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ძალის გამოყენებით დააკავა პოლიციამ და ვისაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას. სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციაც იმართება.
დღესვე, 4 საათზე გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის პროცესიც.