თეგებით ძიება

მასშტაბური სპეცოპერაცია პოლონეთში - დაკავებულია საქართველოს 12 მოქალაქე

პოლონეთში 23 იანვარს საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს - მათ ადგილობრივი სამართალდამცველები შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან.

როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ხელბორკილები მოლდოვისა და კოლუმბიის ერთ მოქალაქესაც დაადეს.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ასევე 23 იანვარს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი მიღებულ გაფრთხილებას არ ემორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ.

უწყების ცნობით, 23 იანვარს პოლონელმა სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგულაციების დარღვევისთვის 25 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 12 ქართველია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა