"ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა გვერდით საყვარელი ადამიანი, სიტყვა „კაცის“ მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი“ - ინდირა ჯგერნაია
მომღერალ ინდირა ჯგერნაიამ ჟურნალ „სარკის“ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც პირად ცხოვრებას შეეხება.
როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე მას სასიყვარულო პარტნიორი არ ჰყავს და მარტოა.
„აბსოლუტურად მარტო ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემმა ცხოვრებამ ძალიან გამაძლიერა. ასე მგონია, ძილშიც კი ძლიერი ქალი ვარ…“, - თქვა მომღერალმა.
არ ოცნებობთ თბილ ოჯახურ გარემოზე, გვერდით საყვარელ ადამიანზე?
„ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა გვერდით საყვარელი ადამიანი. ზოგადად, სიტყვა „კაცის“ მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი…“, - ამბობს ინდირა.