"ოცნების" პირობებში რეფორმების ჩემპიონიდან მაჩანჩალა ქვეყანა გავხდით - გიორგი ვაშაძე
"ოცნების" პირობებში რეფორმების ჩემპიონიდან მაჩანჩალა ქვეყანა გავხდით - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შედეგებს.
ვაშაძის თქმით, კლანურ სასამართლოში რომ ისევ არიან მურუსიძე-ჩინჩალაძეები და სწორედ ამის შესახებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის დასკვნაც.
"ქართულ ოცნებასთან" ერთად ამ ქვეყანას არ ეშველება, რადგან ისინი აცდენილები არიან რეალობას. ფაქტია, რომ რეფორმების ჩემპიონიდან ფაქტობრივად, ჩვენ გავხდით მაჩანჩალა ქვეყანა "ოცნების" პირობებში. "ოცნება" ხომ არ იტყვის, რომ მე ვძარცვავ ქვეყანას, კორუმპირებული ვარ, არ შემომყავს აქ კომპანიები, კლანურ სასამართლოში ისევ არიან მურუსიძე-ჩინჩალაძეები, ამაზე აღიარებით ჩვენებას ხომ არ მოგცემთ? ეს არის ფაქტობრივად დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლოზე, კორუფციაზე. სანამ ოლიგარქიული მმართველობაა ამ ქვეყანაში, საქართველოს ევროკავშირის პრესპექტივა არის ძალიან შორის. კოალიციურ მმართველობას ახლოს მოჰყავს ეს პერსპექტივა. ეს ორჯერ ორი ოთხია", - ამბობს გიორგი ვაშაძე.