სამხრეთ კორეა მოსახლეობას აფრთხილებს, შემწვარი კბილის ჩხირები არ ჭამონ
სამხრეთ კორეის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახამებლისგან დამზადებული შემწვარი კბილის ჩხირები არ შეჭამონ. კბილის ჩხირების შეწვა და ჭამა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ახალი ტრენდია.
"მათი უსაფრთხოება, როგორც საკვები არ არის დადასტურებული. გთხოვთ, არ შეჭამოთ". - დაწერა სამხრეთ კორეის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრომ X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
TikTok-სა და Instagram-ზე ვრცელდება ვირუსული ვიდეოებში, რომლებშიც მომხმარებლები კბილის ჩხირებს, სანიტარულ პროდუქტს, ზეთში წვავენ და ჭამენ. სამხრეთ კორეაში პოპულარულია ე.წ. Mukbang-ები, შოუები, რომლებშიც ადამიანი უჩვეულო ან დიდი რაოდენობით საკვებს ჭამს.
"ძალიან ხრაშუნაა". - თქვა შემწვარი კბილის ჩხირის ჭამისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა TikTok-ის ვიდეოში.
სახამებლისგან დამზადებულ კბილის ჩხირებს საკვების საღებავებს უმატებენ, რათა მწვანე შეფერილობა ჰქონდეთ. მათ სამხრეთ კორეულ რესტორნებში ხშირად გამოიყენებენ, მათ შორის, ხელით საჭმელ საკვებთა ასაღებად.