ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.
„შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აცხადებენ მერიაში.