თეგებით ძიება
25. 01. 2024 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა რუსეთთან შესაძლო ომისთვის მოემზადონ - The Guardian

დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთთან შესაძლო ომისთვის მოემზადონ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

პატრიკ სანდერსი ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთს მცირერიცხოვანი პროფესიული არმია ჰყავს, რაც საკმარისი არ იქნება რუსეთთან ომის შემთხვევაში.

გენერალი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთს, ე.წ. „მოქალაქეების არმიაც“ უნდა ჰყავდეს. ხელისუფლებამ კი საზოგადოება რუსეთთან შესაძლო კონფრონტაციისთვის, მორალურად უკვე უნდა განაწყოს.

ამასთან, სანდერსი გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეები მომზადებულნი და ეკიპირებულნი უნდა იყვნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა