თეგებით ძიება

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზა“ 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს:

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.

419976036-7423800407630449-5036147464181553058-n-1706197718.png

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა