სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვინ არის მოკლული და რა გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი
ამ დრომდე პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს კაცს, ვინც ორბელიანის მოედანზე 21 წლის ნიკიტა აგიევი ცივი იარაღით მოკლა. ჰჯ ნივთმტკიცება პოლიციელებმა ორბელიანის მოედანზე იმ ადგილზე ნახეს, რომელსაც სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა ახალგაზრდა კაცზე ჯგუფურად მოხდა და დანაშაულის ფიგურანტი სავარაუდოდ 4 პირია. ნივთმტკიცება პოლიციელებმა ორბელიანის მოედანზე იმ ადგილზე ნახეს, რომელსაც სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა.
წინასწარი ინფორმაციით, აგიევი სასიკვდილოდ მისმა მეგობარმა გაიმეტა.
მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში
მოქალაქეებმა ნახეს. 21 წლის აგიევი სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცებს შორის კონფლიქტი თვეების წინ დაიწყო, რაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.
საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.