არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული დედაა - ახალი დეტალები
არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული დედაა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი საკუთარ შვილს ჯერ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად უშვებდა შემდეგ კი ფულს თვითონ იბარებდა. არსებობს ვერსია, რომ მას თანამზრახველებიც ჰყავდა, მისი მეგობრები, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ, თუმცა არაფერს ამბობდნენ.
რაც შეეხება მოზარდს, ის გადაყვანილია მინდობით ზრდაში.
უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.
35 წლის ქალს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.