როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი 4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით 14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +6, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -4, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც გამოიდარებს. დღისით 7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 2 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.