ჯანდაცვის მინისტრი მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს პირადად შეხვდეს - სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი დეტალურად იქნება განხილული.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი უწყების წარმომადგენლებმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს და სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საკომპენსაციო პაკეტთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხეს.