ხვალ ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება.
თბილისში 27 იანვარს თოვლ-ჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 27 იანვარს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 27 იანვარს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 27 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 27 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.