თეგებით ძიება

„ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას იხდის“ - ბასილაშვილის ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის სასამართლო საქმის შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ყოფილ ცოლზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გასული წლის 11 ივლისს სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს.

ადვოკატის თქმითვე, ბასილაშვილი შვილს ალიმენტს უხდის, თანხა კი ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალია:

„ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად იხდის ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას,  ამასთან, ნელი დოროყაშვილს გადაცემული აქვს უძრავი ქონება, მათ შორის, ძვირად ღირებული კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, რომელიც იჯარითაა გაცემული და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დედისა და ბავშვის საჭიროებებს“, – ამბობს ადვოკატი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში. 

ცნობისათვის, პოლიციამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2022 წლის 22 მაისს დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 2023 წლის 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ცნობილი ჩოგბურთელი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა