"13 წლის გოგოზე ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი გაიტაცა..." - სად მოხდა შემთხვევა?
ტეხასელმა, 65 წლის კაცმა აღიარა, რომ ივლისში, 13 წლის გოგონა გაიტაცა. მოზარდმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა. მისმა საქციელმა მსოფლიო მედია აალაპარაკა. 13 წლის გოგომ, ყურადრბის მისაქცევად, გამტაცებლისგან შეუმჩნევლად, მანქანის უკანა საქარე მინაზე ნიშანი „help me“ დაწერა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც მედია წერს, კაცმა გატაცებული მოზარდზე, იარაღის მუქარით სექსუალურად იძალადა და სან ანტონიოდან კალიფორნიაში წაიყვანა მანქანით.
13 წლის გოგონას გატაცებიდან მესამე დღეს, როდესაც გამტაცებელი სამრეცხაოში იყო შესული, გამვლელმა დაინახა „გოგოს ნიშანი„ გაჩერებული მანქანის საქარე მინაზე. მანქანასთან სხვა გამვლელებიც მივიდნენ და გოგონას ბედით დაინტერესდნენ. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ბრალდებული დააკავეს.
13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობისა და გატაცების ბრალდებით დაკავებულ კაცს 20 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"