დანით შეიარაღებულმა პირმა სალაროდან 900 ევრო გაიტაცა - ახალი ინფორმაცია ბანკში შეჭრაზე
სენაკში საქართველოს ბანკის ფილიალი პოლიციის ალყაშია. იქ ცოტა ხნის წინ ყაჩაღობა მოხდა. დანით შეირაღებული კაცი შენობაში შეიჭრა და მუქარის შედეგად სალაროდან 900 ევრო გაიტაცა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.
თავდამსხმელის დაკავება პოლიციამ ცხელ კვალზე შეძლო და ის ყაჩაღობიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ აიყვანა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.