ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, მეციტრუსეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, საპროტესტო აქცია გაიმართა - მეციტრუსეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ყურადღებას ითხოვენ.
როგორც ისინი ამბობენ, წელს მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი დაბალი ფასის გამო, ვერ მოკრიფეს, მოკრეფილი ნაწილის რეალიზაციასაც კი ვერ ახერხებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტირებულია 25 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების 40 ათას ტონამდე ციტრუსი.