თეგებით ძიება
27. 01. 2024 მსოფლიო

აშშ-ში პირველად, პატიმარი აირადი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს

58 წლის კენეთ იუჯინ სმითი პირველი პატიმარია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც  აირადი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, პროცედურა 22 წუთი გაგრძელდა, ხოლო პატიმარმა, სპეციალური ნიღბის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ დაკარგა გონება. წმინდა სახით აზოტის შესუნთქვა უჯრედების დაშლას და სიკვდილს იწვევს.

აშშ-ს უზენაესმა და ქვედა სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი დასაშვებია, შესაბამისად განაჩენის აღსრულება არ დაბლოკილა.

იუჯინ სმითს პასტორის ცოლის, ელისაბედ კენეთის მკვლელობისთვის პატიმრობა 1989 წელს მიუსაჯეს, ხოლო 1996 წლიდან იგი სიკვდილითმისჯილთა რიგში იდგა. სიკვდილით დასჯა მის თანამზრახველსაც ჰქონდა მისჯილი, რომელიც 2010 წელს მოკლეს. ალაბამამ სმითის სიკვდილით დასჯა ორი წლის წინაც სცადა, მაგრამ ვენის ამოყვანა განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდა.

აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი ბოლოს 1982 წელს შემოიღეს, როდესაც პირველად გამოიყენეს „ლეტალური ინექციის“ მეთოდი და მას შემდეგ აშშ-ში სიკვდილით დასჯის ძირითადი ფორმა სწორედ ლეტალური ინექციაა, რადგან მიიჩნევა, რომ ის უფრო ჰუმანური მეთოდია "ელექტრულ სკამთან", დახვრეტასთან და ჩამოხრჩობასთან შედარებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა