სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი უსაფრთხო გარემოშია - 16 წლის ბიჭთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს
სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი უსაფრთხო გარემოშია - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, 16 წლის ბიჭთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა.
არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება შემდგომი ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვლისწინებით", - ნათქვამია გაცბნხადებაში.
გაუპატიურების ფაქტი ხაშურის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭზე სავარაუდოდ, 51 წლის კაცმა იძალადა. არსებობს ცნობები, რომ სკოლის მოსწავლეს სავარაუდო მოძალადე დანით ემუქრებაოდა და მასზე სისტემატურად ძალადობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის, მე-4 ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.