სამხედრო, სავარაუდოდ, მოზარდს დაზე და დედაზე შიშველი ფოტოების გადაღებას აიძულებდა და აშანტაჟებდა - შემზარავი საქმის დეტალები
სამხედრო, სავარაუდოდ, მე-8 კლასელ გოგონას პორნოგრაფიული შინაარსიის ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას აიძულებდა - დაკავებულია 23 წლის ჯარისკაცი.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა უმძიმესი ამბის საქმის მასალები მოიპოვა და დღეს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახავთ, გამაოგნებელ დეტალებს.
საქმის მასალების მიხედვით, ჯარისკაცი მოზარდს მცირეწლოვანი დედმამიშვილის და დედისთვის შიშველი ფოტოების გადაღებას სთხოვდა, თუ უარს ეტყოდა, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა.
- რამდენი წლის არის შენი და?
- 9 წლის...
- გადაუღე ფოტოები და გამომიგზავნე.
- მეკითხებოდა, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი და მყავდა თუ არა ის შიშველი ნანახი, შემდეგ მითხრა რომ დედაჩემისთვის გადამეღო ფოტოები და მისთვის გამეგზავნა.
სავარაუდოდ, სამხედრო, ტელეფონში სხვა ბავშვების შიშველ ფოტოებს და ვიდეოებს ინახავდა. გამომძიებლები ახლა მთელ საქართველში ეძებენ არასრულწლოვნებს, რომლებიც სავარაუდოდ, ჯარისკაცის მსხვერპლი გახდნენ.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული სამხედროს ტელეფონს სხვა სამხედროები იყენებდნენ.