თეგებით ძიება

აშშ დიდ ბრიტანეთში ბირთვულ იარაღს დააბრუნებს - The Telegraph

პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთში ბირთვულ იარაღს განათავსებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Telegraph იუწყება.

პენტაგონის დოკუმენტების მიხედვით, ბირთვული იარაღი საფოლკის საგრაფოში, ლეიკენჰიტის ავიაბაზაზე იქნება განლაგებული. ესენია ავიაბომბები B61-12, რომლის სიმძლავრე 50 კილოტონას აღწევს. ეს სამჯერ მეტია იმ ბომბის სიმძლავრეზე, რომელიც აშშ-მა 1945 წელს ჰიროსიმაზე ჩამოაგდო.

ეს ინფორმაცია პენტაგონმა არც უარყო და არც დაადასტურა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირე ქვეყნებში სამხედრო ობიექტების მუდმივ მოდერნიზებას ახორციელებს“, - განუცხადა The Telegraph-ს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

გამოცემის ცნობით, დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ბირთვული იარაღის დაბრუნება არის ნატოს ბირთვული ობიექტების მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე. 2023 წლის ბოლოს მოსკოვმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ამერიკული ბირთვული იარაღის დაბრუნებას ის განიხილავს, როგორ ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

ლეიკენჰიტის ავიაბაზაზე ამერიკული ბირთვული იარაღი „ცივი ომის “დროს იყო განლაგებული, 2008 წელს აშშ-მა ის დიდი ბრიტანეთიდან გაიტანა, რადგანაც ჩათვალა, რომ მოსკოვის მხრიდან საფრთხე შემცირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა