უკრაინაში რუსეთის აგრესიას 521 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა
27 იანვრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 521 ბავშვი დაიღუპა, 1 213-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:
დონეცკის რეგიონში - 505;
ხარკოვის ოლქში - 326;
კიევის ოლქში - 146;
ჩერნიგოვის ოლქში - 72;
ლუგანსკის ოლქში - 67;
ნიკოლაევის ოლქში - 97;
ხერსონის ოლქში - 132;
ზაპოროჟიეს ოლქში - 99;
დნეპროპეტროვსკის ოლქი - 777;
ლუგანსკის ოლქში - 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.