თეგებით ძიება

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პოლიციის დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რითიც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე კი აღკვეთის სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით).

მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული აღკვეთის სხდომა კი, რომელსაც მხოლოდ ქვაჭრელიშვილი ესწრებოდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ვითარება იმედენად გამწვავდა, რომ მოსმართლმ ბრალდებული დარბაზიდან გააძევა. ქვაჭრელიშვილი ბრალდებას არ აღიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა