თეგებით ძიება
27. 01. 2024 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე მხარეები ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას განცხადებით გამოეხმაურა ოფიციალური პეკინიც, სადაც აღნიშნეს, რომ ორმა ქვეყანამ სტრატეგიული კომუნიკაციების "ყველა დონეზე" გაძლიერების პირობა დადო და კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით "ურყევი პოზიცია" კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ქალაქ სინუიძუს გავლით ჩინელი დიპლომატი, სუნი ჩრდილოეთ კორეაში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა პეკინთან და მოსკოვთან, ტრადიციულ მოკავშირეებთან, კავშირები კიდევ უფრო გააუმჯობესა, პარალელურად კი სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან კონფრონტაციას აღრმავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა