იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მამაკაცს ქურდობას ედავებიან. გამოძიების ცნობით, ემიგრანტმა მაღაზიიდან 200 ევროს ღირებულების ალკოჰოლური სასმელი მოიპარა.
სასამართლო პროცესი ლაგონეგროში გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქურდობაში მხილებულ კაცს პროვინციაში ბინადრობის უფლება აუკრძალეს.