მგზავრმა თვითმფრინავის საავარიო გასასვლელი გააღო და ფრთაზე გავიდა
მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტის ცნობით AeroMexico-ს თვითმფრინავის მგზავრმა აფრენამდე საავარიო გასასვლელი გახსნა და ფრთაზე გავიდა.
26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებიათ, პოლიციას გადასცეს.
ათობით თანამგზავრი კაცის საქციელს ამართლებს. მათ განცხადებაც შეადგინეს, რომლის მიხედვითაც, ავიაკომპანიამ ისინი თვითმფრინავში, რომელიც გვატემალისკენ უნდა გაფრენილიყო, 4 საათის განმავლობაში ვენტილაციისა და წყლის გარეშე გააჩერა. განცხადების ტექსტის მიხედვით, რომელსაც, სულ მცირე, 77 მგზავრი აწერს ხელს, კაცი „ყველას დასაცავად, ყველას მხარდაჭერით“ მოქმედებდა.