თეგებით ძიება

„ვეკითხები ქართველი ხარ მეთქი? - ქართულად გპასუხობ და აბა ვინ ვიქნებიო“ - რა შეემთხვა რადიო „ჰერეთის“ დირექტორს მიუნხენის აეროპორტში?

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ რადიოსადგურების: „თბილისის“ და „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიუნჰენის აეროპორტში "ბიზნეს ლაუნჯს" ვეძებ. აეროპორტის თანამშრომელს ვეკითხები ინგლისურად, ზუსტად სად არის მეთქი და თან Google Map - ზე ვაჩვენებ.

შეხედა და პასუხი ქართულად დამიბრუნა - პირდაპირ, მარჯვნივ და შემდეგი ტერმინალიო.

გაოცებული ვუყურებ, თურმე Google Map ზე ქართული ფონტი დაინახა.

ვეკითხები ქართველი ხარ მეთქი? -ქართულად გპასუხობ და აბა ვინ ვიქნებიო - არ დააყოვნა პასუხმა.

გურჯაანელი ვარო. წლებია აქ ვმუშაობო. გამიხარდა...

სიხარულიცაა და სევდაც.

ყველა ემიგრანტს გაგიმარჯოთ, ნამდვილებო  

გერმანია, გურჯაანი - გიორგი მახარაშვილი.:)))“, - წერს რამაზ სამხარაძე.

exclusivetv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა