თეგებით ძიება

ფიზიკურად იძალადა, გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - 16 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება დამუქარა - 51 წლის მამაკაცს, რომელმაც მოზარდი ბიჭი გააუპატიურა, ბრალი დაუმძიმეს. პროკურატურა მძიმე დანაშაულში მხილებულ მამაკაცს სექსუალურ ძალადობას 16 წელს მიუღწეველ სკოლის მოსწავლესთან ედავება.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სავარაუდო მოძალადემ ბიჭზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა დუმილი ბრალის წარდგენის დროს დაარღვია. კაცი ამტკიცებს, რომ არასწრუწლოვანი ცრუობს და ფაქტებს მძიმე დანაშაულის შესახებ იგონებს. 

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება. 

სამი მუხლით წაეყენა ბრალი. ეს არის გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და მუქარა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არცერთ მუხლში არ ცნობს.საქმის მასალებიდან მხოლოდ და მხოლოდ არის დაზარალებულის ჩვენება. ერთი რაიონიდან არიან, - ამბობს მარიამ ინდუაშვილი. 

სასამართლო სხდომა დღეს 13:00 საათზე ხაშურის სასამართლოში გაიმართება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის მაკცრეს დასჯელს, პატირმობას ითხოვს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა