თეგებით ძიება

16 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

51 წლის მამაკაცს, რომელიც 16 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მოსამართლემ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე ითხოვდა.

"სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარეს გააჩნდა საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ მტკიცებულებებს, ეს დროის საკითხია და ბრალდების მხარის მიერ, შეკრებილი იქნება ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც წარიმართება საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად", - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა