თეგებით ძიება

ბევრი მეგობარი მეკითხება ხოლმე, ვენახს როგორ უვლით, როგორ სხლავთ, როგორ მორჩავთ და ა.შ. - რას წერს გიორგი მშვენიერაძე?

 „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბევრი მეგობარი მეკითხება ხოლმე, ვენახს როგორ უვლით, როგორ სხლავთ, როგორ მორჩავთ და ა.შ.

რატომ ვსხლავთ ვენახს?

ვაზი ლიანაა. მისი ბუნებრივი მდგომარეობა ტყეში, სხვა ხეზე აცოცება და ისე ცხოვრებაა. ათეულობით საუკუნის წინ, ჩვენმა წინაპარს, როცა ვაზი ტყიდან სახლში წამოიყვანა და მისი გაკულტურება დაიწყო, ამოცანად ის ქონდა, ვაზს მისთვის კარგი მოსავალი მიეცა. ასე იწყება ვაზის ფორმირება შორეულ წარსულში.

მალე ისიც შენიშნეს, ვაზი რომ ცოცხალი ორგანიზმია და მასაც სურს მისმა გვარმა და სახეობამ სიცოცხლე განაგრძოს. როდესაც ვაზს ტოტებს ვაჭრით, მას გონია, რომ მისი აღსასრული ახლოვდება და ცდილობს რაც შეიძლება ხარისხიანი ყურძენი მოისხას, მისით თავი ჩიტებს მოაწონოს, ბევრი მარცვალი რომ ჩაყლაპონ და თესლი (წიპწა) სხვაგან წაიღონ, მისი შთამომავლობის გადასარჩენად.

ასე ვატყუებთ ყოველწლიურად ვაზს, იმისთვის, ხარისხიანი ყურძენი რომ მოისხას და მისგან თქვენთვის შესანიშნავი ღვინოები დავაყენოთ. მემგონი, ხვდება კიდეც რომ ვატყუებთ, მაგრამ თავადაც აღარ უნდა ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მოშლა. :))

რამდენიმე მეგობარი უკვე წლებია ტრადიციულად დადის ჩვენთან, ცხენთაროში, მათ შორის ვენახის გასასხლავად (აქ არ მოვთაგავ). წელს, ჩვენი გამოცდილება გვინდა დამატებით სხვებსაც გაგიზიაროთ. ვისაც გსურთ კომპიუტერს და სამუშაო ოთახს ცოტა ხნით მოშორდეთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპოთ (ბუნებრივი ღვინოც დალიოთ), სხვლის შესახებ ცოტა თეორია გინდათ და ცოტა პრაქტიკაც, შუა თებერვლიდან ჩვენთან გეპატიჟებით.

წელს ჯამში 3 ჯგუფის მიღებას შევძლებთ. ცხადია  წავალთ თბილისიდან, გზად ვენახის სხვლასა და მის დანიშნულებაზე მოგიყვებით, სხვლის სახეობებს გაგაცნობთ. ცხენთაროში, ადგილზე დაგახვედრებთ სეკატორებს და სხვა საჭირო ინვენტარს და პრაქტიკულად ჩაგრთავთ საქმეში. სადილი ვენახშივე იქნება, ჩვენივე მოხარშულ კრაფტ ლუდსაც დაგალევინებთ. საღამოს ქუთაისში წავალთ, სასტუმროში დავბინავდებით. ვახშმად Sapere/საფერე-ში გიმასპინძლებთ და ჩვენს ღვინოებს არ მოგაკლებთ. დილით, სოფლისკენ გზად ძველებურ სასაუზმეში გაგატარებთ, შუადღემდე კიდევ ვიმუშავებთ და შემდგომ გზას თბილისისკენ დავადგებით. ცხადია ამ გზაზე მალხაზისთან გავივლით, სადილად.

აბა, მოიწერეთ ვინ არ გამოაკლდებით ამ ამბავს - წერს გიორგი მშვენიერაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა