თეგებით ძიება

FORBES-ის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული ცნობილია

ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. ილონ მასკი პირველა ადგილზე კვლავ Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ ჩაანაცვლა.

არნოს ქონება 21.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. დღეისთვის მისი ქონება ჯამში 205.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი მეორე ადგილზე გადავიდა. მისი ქონება 204.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული ასე გამოიყურება

ბერნარ არნო, $205.8 მილიარდი

ილონ მასკი, $204.2 მილიარდი

ჯეფ ბეზოსი, $179.9 მილიარდი

ლარი ელისონი, $142.6 მილიარდი

მარკ ზაკერბერგი, $138.8 მილიარდი

არნომ მასკს გასული წლის აპრილშიც გადაასწრო, თუმცა Space X-ის დამფუძნებელმა პირველობა 2023 წლის მიწურულს დაიბრუნა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა