ჩარლზ III -ის ოპერაცია დასრულდა - ბრიტანეთის მეფე თავს კარგად გრძნობს
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ პროსტატის ოპერაცია წარმატებით გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჩარლზის მეუღლემ, დედოფალმა კამილამ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მონარქი თავს კარგად გრძნობს. ოპერაციამდე მეფე მოინახულა უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელიც იმავე კლინიკაში იმყოფება, სადაც ოპერაცია გაიკეთა.
ჩარლზ III-ის ჰოსპიტალიზაციის შესახებ 26 იანვარს გახდა ცნობილი. მას პროსტატის ადენომის დიაგნოზი დაუსვეს.