თეგებით ძიება

რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი ფენ-შუის მიხედვით

არის შემთხვევებიც, როცა ერთი და იმავე ოჯახის წევრები თავს არაკომფორტულად გრძობენ იმ სახლში, სადაც გაიზარდნენ, სხვა სახლებში კი პირიქით, სიმყუდროვის შეგრძნება ეუფლებათ. ეს აიხსნება იმით, რომ სახლის ენერგეტიკა შესაძლოა არ ესადაგებოდეს კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკას. როგორც ირკვევა, ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ბინის (სახლის) ნომერს, რომელშიც ვცხოვრობთ. 

ერთად გავარკვიოთ რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი ფენ-შუის მიხედვით.

პირველ  რიგში, ბინის ნომერი ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ (მაგ.: 157; 1+5+7=13=1+3=4) თქვენი  და მოძებნეთ მისი განმარტება.

სახლში თავს ენერგიულად და მხიარულად გრძნობს. ბინა ფორთოხლისფერ-წითელ გამაში მორთეთ. ასეთი ნომრის ბინაში მხატვრები, მწერლები, ჟურნალისტები ცხოვრობენ. კეთილი ადამიანის ბინაში სახლი სისუფთავით ბრწყინავს.

დიასახლისი გემრიელ კერძებს ამზადებს და მუდმივად ბავშვების ჟრიამულია. უყვართ სტუმრების მიღება... კარგია, თუ კედლებს თეთრად ან სალათისფრად შეღებავენ. აღელვებულმა ბინადრებმა, ნერვების დასაწყნარებლად, სააბაზანოში ონკანი მოუშვით და წყლის ხმა დაგამშვიდებთ.

ბინის პატრონი უსაქმურად ვერ დაჯდება. ხანდახან პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ავეჯის შეკეთება დაგჭირდებათ. სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი სააბაზანო და მისაღებია. ოთახები წითელ ფერში მორთეთ.

მობინადრეები ხშირად საქმეებსაც ტელეფონით აგვარებენ. თუ ბინაში მცხოვრები ადამიანი თავისი საქმით უკმაყოფილოა, ხშირად იზიანებს ხელებს. სახლის კედლები ცისფერ-ნაცრისფრად შეღებეთ. ამ ბინაში მცხოვრები ხშირად დადის ფეხით და მოგზაურობს.

აუცილებლად ექნებათ დიდი ბიბლიოთეკა. აქ პოლიტიკასა და მეცნიერებაზე საუბრობენ. კედლები იასამნისფრად შეღებეთ. სახლში ნუ იკამათებთ. ამ ნომრის ბინადარი ღვიძლს უნდა გაუფრთხილდეს.

სახლი, სიყვარულის, მხიარულებისა და კომფორტისთვისაა შექმნილი. ბინის მფლობელები ვენერას მფარველობის ქვეშ არიან. ხშირად ჰყავთ სახლში ცხოველები, უვლიან ქოთნის ყვავილებს. ხშირად იკრიბებიან მეგობრები, მღერიან, ქეიფობენ.

ბინის მფლობელი ხშირად დიეტაზეა, ვარჯიშობს (ძირითადად იოგას). თუ ცხოვრებაზე განაწყენდება, არ ზრუნავს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისთვის, ხშირად ექმნება ხერხემლის პრობლემა, შეაწუხებს მარილების დაგროვება, ოსტეოქონდროზი. ნერვების დასამშვიდებლად ბინის კედლები ფირუზისფრად შეღებეთ.

ერთგული მეგობრები იკრიბებიან. საინტერესო საუბრები იმართება ასტროლოგიასა და ანომალიურ მოვლენებზე. ბინის კედლები ცისარტყელის ფერებში შეღებეთ. სახლის ბინადრებს ელექტროსაგნებთან სიფრთხილე მართებთ.

ხშირად შეექმნებათ წყლის პრობლემა, ეკარგებათ ნივთები. ბინის მფლობელი ბევრს ეწევა, სვამს. უძილობა ტანჯავს. უმჯობესია ილოცოს, იმოგზაუროს ისტორიულ ადგილებში და მოილოცოს წმინდა ადგილები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა