თეგებით ძიება
28. 01. 2024 მსოფლიო

ბრიტანეთში თავდასხმის შედეგად 2 მოზარდი დაიღუპა

ბრიტანეთში, სამხრეთ ბრისტოლაში თავდასხმის შედეგად ცივი იარაღით დაჭრილი 15 და 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

დაღუპულებს ნოულ ვესტში შაბათს, დაახლოებით 23:20 საათზე, ჯგუფურად დაესხნენ თავს. ოფიცრები გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ და ბიჭებს პირველადი დახმარება გაუწიეს შემთხვევის ადგილზე, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კვირას დილით გარდაიცვალნენ.

თავდასხმაზე დაკავებულია 44 და 15 წლის ორი ადამიანი. ასევე ამოღებულია ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გაიქცნენ. გამოძიება მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა