ვარკეთილში, მიუსაფარი ძაღლი მოკლეს - დამნაშავე დაკავებულია
ვარკეთილში, გვიან ღამით მიუსაფარი ძაღლი მოკლეს. ინფორმაციას, ამის შესახებ ცხოველთა დამცველებმა სოციალური ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელებს.
„ვარკეთილში ვიღაც ნაბიჭვარმა ძაღლი დაჩეხა დანით. ძაღლი სავარაუდოდ სისხლით დაიცალა. უსაყვარლესი ცუგოა, ყველა ვეფერებოდით ხოლმე, „მაჭახელას“ წინ იწვა ხოლმე. ვიღაც არაკაცმა გაიმეტა...“, - წერენ ჯგუფში.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლი მოკლა, დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო.
პრაიმტაიმი