თეგებით ძიება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში ისინი საავადმყოფოს ეზოში არიან შეკრებილები. მედიკოსები მეექვსე დღეა მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც რესპუბლიკურის დემონტაჟს ითვალისწინებს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ექიმებმა შესაძლოა პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ. პროტესტის მონაწილეები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებასაც აანონსებენ და ამბობენ, რომ სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.

"მომზადებულია სარჩელი. უბრალოდ იქ არის გარკვეული დეტალები, ხელისმოწერები შესაგროვებელია, დასასრულებელია ეს პროცესი. თუ დღეს მოვასწარით ყველაფერი, დღესვე შევიტანთ, თუ არადა ხვალ შევიტანთ. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. სარჩელს შევიტანთ საქალაქო სასამართლოში მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. ასევე, განკარგულების შემდეგ გამოცემული შიდა ბრძანების შეჩერების შესახებ", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

შეგახსენებთ, რომ ექიმების მოთხოვნა უცვლელია - გაუქმდეს საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება და, საჭიროების შემთხვევაში, შენობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა