„თბილისი არენაზე“ სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა
„თბილისი არენაზე“ სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა. შეხვედრა ადგილობრივი კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიგო, რომელმაც ლეგიონერების გუნდი 16-ქულიანი სხვაობით, 147-131 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ლომიძე გახდა. ასევე ტრადიციულად გაიმართა სამქულიანების კონკურსი, რომელიც „ორბის“ კალათბურთელმა ჯონ ნეიგლიმ მოიგო.
ჩატენების შეჯიბრებაში კი ჟიურის გადაწყვეტილებით „ბათუმის“ წევრმა ჰანტერ ბოუდიმ გაიმარჯვა.